წარმოგიდგენთ ელექტრო სკეიტბორდს, რომელიც სკეიტბორდზე მეტია. KKA S1 გადაადგილების ნოვატორული და მოსახერხებელი სშუალებაა. როგორც ამბობენ, მნიშველობა არ აქვს სად მიდიხართ, მისი მეშვეობით ყველგან შეგიძლიათ გადაადგილება ყოველგვარი ბარიერის გარეშე. ის განკუთვნილია ისიევე როგორც ჩვეულებრივ გზაზე და ველო ბილიკზე გადასაადგილებლად, ასევე გზის მოშორებით მდებარე ტერიტორიაზე სამოძრაოდ. იდეის ავტორების თქმით, ის არის ყველაზე სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო სკეიტბორდი, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე მიყავხარ. თითო დატენვაზე მას სამი დღის განმავლობაში შეუძლია მუშაობა. გარდა ამისა, სკეიტბორდს მოყვება დისტანციური მართვის პულტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ ნავიგაცია, თუმცა თქვენ ამავდროულად მობილური აპლიკაციის საშუალებითაც შეგიძლიათ მისი მართვა. მოხვევის პატარა რადიუსის გამო KKA S1 არაჩვეულებრივი ურბანული კომპანიონია, შესაბამისად მოსახვევებში მოხვვევა მისი მეშვეობით გაცილებით მარტივია, ვიდრე ტრადიციული სკეიტბორდით. როგორც ამბობენ, მას ყველანაირ ზედპირზე და ყვენაირ კლიმატურ პირობებში, თოვლში, ტახალხში შეუძლია გადაადგილება, რადგან გაცილებით გამძლე და სქელი ბორბლები აქვს. მას ადვილად შეუძლია სხვადსხვა ტიპის გზასთან ადაპტაცია და გლუვად სრიალი. ღამე მოძრაობისას სკეიტბორდი დიოდის ნათურებით ანათებს და თქვენ ადვილად შესამჩნევი ხდებით მძღოლებისთვის.