მოსახლეობის დაშინება მუქარითა და შანტაჟით - სკანდალური ბრალდებების ადრესატი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გახდა. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით ლევან შონია ტყის ძმების დაჯგუფების ხელმძღვანელთან ერთად მოსახლეობას მიწების ჩამორთმევით ემუქრება. როგორც პარტიაში განმარტავენ ზუგდიდის რაიონში დავით შენგელია მოსახლეობას მიწების გაყიდვას მინიმალურ ფასებში აძალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ, ოჯახის წევრებზე ფიზიკური გასწორებით ემუქრება. პარტიაში ვარაუდობენ, რომ ზეწოლა პარკის მშენებლობის გაჩერებას უკავშირდება, რაც ქონებრივი დავის საფუძველზეა გამოწვეული. მიწის მეპატრონე კი აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად დავის გამო, ალტერნატივად მიმდებარე მიწების შესყიდვა გახდა საჭირო. პარტია სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესს უკავშირებს მოსახლეობზე გუბერნატორის ზეწოლას მიწების დაბალ ფასში გაყიდვის იძულებაზე.