მადრიდის „რეალი“ მსაჯებისა და VAR-ის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. „სამეფო კლუბში“ მიიჩნევენ, რომ ესპანელი არბიტრები მათ წინააღმდეგ ზედმეტად ბევრ შეცდომას უშვებენ. ყველაფერი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მადრიდულმა გრანდმა საკუთარ მოედანზე „სოსიედადთან“ წააგო. აღნიშნულ მატჩში, როდესაც ბასკები 1:0 იგებდნენ, „რეალს“ აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს. ხერონიმო რულიმ ვინისიუს ჟუნიორი საჯარიმოში წააქცია, მაგრამ ეპიზოდზე შესაბამისი რეაგირება არც მთავარ მსაჯ მუნუერა მონტეროსა და არც VAR-ს მოუხდენია.„რეალის“ ოფიციალურმა ტელევიზიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ჯერ კიდევ 24 ნოემბერსაა გადაღებული. იმ დღეს, „ბლანკოსი“ „ეიბართან“ სტუმრად 0:3 დამარცხდა, ხოლო მე-15 წუთზე გონსალო ესკალანტემ ანგარიში გახსნა.VAR-ის ხელმძღვანელი ზემოხსენებული მუნუერა მონტერო იყო, რომელმაც თავის ორ ასისტენტს „ეიბარის“ გატანილი გოლი მიულოცა. სწორედ ამიტომ, „რეალი“ მსაჯებს მიკერძოებაში ადანაშაულებს და უკვე ფაქტების დღის სინათლეზე გამოტანასაც იწყებს.