მოდელმა ლორენ ვასერმა ტამპონით გამოწვეული ტოკსიკური შოკის გამო, ორივე ფეხი დაკარგა.
"24 წლის ვიყავი, როდესაც ტამპონის მოხმარების გამო ტოქსიკური შოკი დამემართა. ამის შესახებ არ მქონდა ინფორმაცია, არასდროს ვკითხულობდი ანოტაციას, სადაც ამ გართულების შესახებ ეწერა. კრიტიკული დღეების დროს თავი ცუდად ვიგრძენი, მქონდა სიცხე. ვფიქრობდი, რომ ვირუსი დამემართა და არ მივაქციე ყურადღება. ნელნელა მდგომარეობა დამძიმდა, ძალიან დავსუსტდი და სიცხეც მაღლა მიდიოდა. ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. 3 კვირიანი კომის შემდეგ გადავრჩი, თუმცა ჩემს გადასარჩენად მკურნალობის ისეთი საშუალებების გამოყენება გახდა საჭირო, რომელმაც ფეხების განგრენა გამოიწვია. თავდაპირველად ერთი ფეხი მომაჭრეს, თუმცა მოგვიანებით მეორე ფეხის ამპუტაციაც გახდა საჭირო. მქონდა დეპრესია, არ მინდოდა სახლიდა გამოსვლა. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ ტამპონით გამოწვეული ტოქსიკური შოკით ადამიანები დაიღუპნენ, შევხვდი მათ მშობლებს, ასევე გავიცანი ამ დიაგნოზით ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ, თუმცა სხვადასხვა ორგანოები დაუზიანდათ, სიცოცხლის სურვილიც გამიჩნდა, ნელნელა გამოვედი დეპრესიული მდგომარეობიდან და ვაგრძელებ ცხოვრებს, ვარ მოდელი და ვმუშაობ. ამაზე საჯაროდ ვსაუბრობ, რადგან არ მინდა ვინმეს ჩემსავით დაემართოს და ყველას ვაფრთხილებ" - ამბობს ლორენ ვასერი.