იტალიელი მეხანძრეები მეორე დღეა სიცილიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. მედიის ცნობით, ხანძარმა ქალაქ კატანიამდე მიაღწია და მოქალაქეები იძულებული გახდნენ სახლები დაეტოვებინათ. დროებით დაიხურა ადგილობრივი აეროპორტიც. მეხანძრეები განცხადებით ბოლო 24 საათის განმავლობაში სიცილიაში 250 ოპერაცია ჩაატარეს. ძლიერი სიცხისა და ქარის შედეგად ცეცხლი კუნძულს სწრაფად მოედო და პალერმოს პროვინციამდეც მიაღწია, რამაც სიცილიის დედაქალაქში ფერფლის ცვენა გამოიწვია. აქ ბოლო პერიოდში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუს მიაღცია, რასაც თან ერთვის ცხელი ქარები.