კომპანია "სითი პარკმა" ხელშეკრულების შეწყვეტის გამო თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია "ფრეშ ფილდი" დაიქირავა. კომპანია საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს და მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში სწორედ ის იქნება "სითი პარკის" წარმომადგენელი საერთაშორისო არბიტრაჟში. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით კი, „სითი პარკის“ წინააღმდეგ დედაქალაქის მერიაც აიყვანს იურისტებს.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ "სითი პარკის" ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპირილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.