"სითი პარკისთვის" მერიის მხრიდან კონტრაქტის შეწყვეტა მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში დავას აპირებს და მერიისგან საკომპენსაციო თანხის გადახდას მოითხოვს. „სითი პარკს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი მერიის, როგორც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარის მიერ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას წარმოადგენს. კომპანიას ასევე მიაჩნია რომ მერიის გადაწყვეტილება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და გავლენას იქონიებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე.
იხილეთ: მძღოლებო, მალე "სითი პარკი" ვეღარ დაგაჯარიმებთ: მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს, ვინ შეითავსებს მის ფუნქციას?პასუხი 2 მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც მძღოლებს "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ გაგიჩნდებოდათ