საქართველოში სამართლებრივი დავის დაწყებამდე „სითი პარკს“ სარჩელი საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში შეაქვს. ICSID ( აისიესაიდი) ეს არის ორგანიზაცია სადაც სითი პარკი მერიის წინააღმდეგ დავის დაწყებას აპირებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.