"სითი ინსტიტუტ საქართველომ" თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა დაასრულა და პროექტი დედაქალაქის მერიას წარუდგინა. მერიის მოთხოვნით დოკუმტში ცვლილებები შევიდა. გადაიხედა გარკლვეულ ლოკაციებზე ზონირების საკითხები. სალუქვაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რჩება 12 საბაგირო და ტრამვაის ხაზის მოწყობის საკითხებიც. რაც შეეხება ელიავას ბაზრობას, მამუკა სალუქვაძის განმარტებით ბაზრობის გადატანის საკითხი მერიის პრეროგატივაა.