21:28
20 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ტყვიის საფასური
სისხლისმღვრელი ჯალათი, რომლის ტყვიებსაც მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და სანდრო ახმეტელი ემსხვერპლნენ - ვინ იყო კაცი, რომელსაც არავის და არაფრის ეშინოდა
18-11-2017

კომუნიზმმა ახალი პროფესია წარმოშვა. პროფესია ჯალათი - ადამიანთა დამხვრეტი.  საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების სიცოცხლის დასასრული ორ კაპიკიანი ტყვიით. შსს-ს არქივში ათასეულობით ტომებია დაცული დახვრეტილთა შესახებ, მაგრამ მწირია ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ აღასრულებდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას. ერთ-ერთი ასეთი, ვისაც განაჩენი სისრულეში მოჰყავდა, ზახარ შაშურკინი გახლდათ. სავარაუდოდ, მის მიერ გასროლილ ტყვიებს ემსხვერპლნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი და უცნობი ადამიანები.

ჯალათზე შსს-ს არქივში, მხოლოდ ავტობიოგრაფიაა დაცული, სადაც დემოგრაფიული მონაცემები და სამუშაო გამოცდილებაა აღნიშნული. საარქივო მასალებში გაბნეულია ჩეკას თანამშრომელთა ჩვენებები, სადაც შაშურკინის სამუშაო პროცესში მომხდარ ისტორიებს ვეცნობით. საბჭოეთის მთავარი სისხლისმღვრელი ჯალათის ფსიქოპორტრეტზე მწირია ინფორმაცია, თუმცა საქმეებში მრავლადაა მის მიერ მოკლული ადამიანების შესახებ დახვრეტის ოქმებში ხელმოწერები.

მიუხედავად შაშურკინის შემზარავი სამუშაო სპეციფიკისა, ის საზოგადოებაში სხვადასხვა როლს წარმატებით ასრულებდა... ოჯახში დესპოტი, ნაცნობებთან გულღია შაშურკინი და სამსახურში ბინძური საქმეების ერთგული შემსრულებელი... ასეთია მისი პიროვნება. მის დესპოტიზმზე მეტყველებს ცოლის შერთვის ისტორიაც... როგორც ირკვევა, ზახარს დიდი გავლენა ჰქონდა იმ დროინდელ სახელმწიფოში. შაშურკინს არაფრის და არავის შიში არ გააჩნდა.
 
იყო ჯალათი, მუშაობდე ადამიანების ხოცვისთვის ეს განაჩენია. განაჩენი, რომელიც საკუთარი თავისთვის გამოჰქონდათ ნებაყოფლობითი ჯალათობისთვის... არგუმენტი სისტემამ შექმნა ჯალათი სადაო საკითხია... სისტემის სისხლიან ეპოქას წინ აღუდგენენ დახვრეტილები, გადასახლებულები, აგონიაში მყოფი ქართველები... საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ადამიანური ფასეულობები.

AutoPlay
"იხსენებდა, სიმწრის შვილი ვერ ვნახე, 45 წელი მივილტვოდი ცოლისა და შვილისკენო..." - რეპრესირებული პოეტ ლადო სულაბერიძის რთული გზა
07-02-2019
ერთიანობას შეწირულ სამანის ლიდერი და პოეტი გიორგი ძიგვაშვილი: "ბევრი ცრემლს ითხოვს, ბევრიც შენდობას, აქ საქართველოს სძინავს გარდასულს..."
31-01-2019
"ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს" - კოტე აფხაზის სამაგალითო ღვაწლი სამშობლოსთვის
24-01-2019
პატრიოტი, რომელსაც 5 თვე აწამებდნენ და რომლის დახვრეტის მიზეზი პატეფონი გახდა - ყანდარელის შეკერილის საქმის დეტალები
17-01-2019
სისხლიან ბოლშევიკებს, 1924 წლის აჯანყებას შეწირული დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი
15-12-2018
"საშინელ წამებას გაუძლო, ხან წყალში ჩაგვაყენებდნენ, ხან დაგვკიდებდნენო" - გადასახლებას გადარჩენილი სომეხი, რომელიც უფრო დიდი ქართველი იყო, ვიდრე ბერია, სტალინი ან სხვა ტირანები
08-12-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
გულა
25-09-2021
შაშკინის ბაბუა იყო უეჭველად, შემდეგ შვილებმა გვარი შეიკეთეს.
გიოგიო
24-09-2021
შაშურკინი-ნაყოფია-ბოლშევიზმის-სტალინიზმის-ბერიიის-ის ასრულებდა მათ მითითებებს-მოესპო საქართველოს სი ნდისი-საქართველოს ინტელექტი-საქართველოს საუკეთესო შვილები-მან უზადოდ შეასრულა ეს.პ.ს.და დღეს მივიღეთ ნეობოლშევიზმი- ივანიშვილი თავისი ოცნებით ჩირქს ცხებს ყველას ვინც იბრძვის თავისუფლებისათვის-ის საქართველოს მიაქანებს "შაშურკინეებისაკენ"
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები