ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს უნივერსალური ტესტი, რომელიც რვა, ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. სიმსივნური უჯრედები გამოყოფენ სახეშეცვლილი დნმ-ის უბნებსა და ცილა-ონკომარკერებს.ახალი ტესტის მოქმედების მექანიზმი სწორედ სისხლის პლაზმაში რვა ონკომარკერისა და 16 გენში არსებული მუტაციის გამოვლენის შესაძლებლობას ეფუძნება.მეცნიერებმა გამოიკვლიეს 10 005 პაციენტი, რომლებსაც დასმული ჰქონდათ კუჭის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, ღვიძლის, საკვერცხის, ფილტვისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი. ანალიზმა პათოლოგია გამოავლინა პაციენტთა 70 %-თან, მგრძნობელობის შემდეგი მაჩვენებლით 98 %-დან 33 %-მდე. ადრეულ სტადიაზე პათოლოგია შემთხვევათა 40 %-ში გამოვლინდა. ტესტის სპეციფიკურობა კი 99 %-ს შეადგენდა.სიმსივნური პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე გამოვლენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადებასთან ბრძოლისა და პაციენტთა გადარჩენის კუთხით. შესაბამისად, ამ ახალ ტესტზე მკვლევარები დიდ იმედებს ამყარებენ. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, რადგან ტესტის ეფექტურობის საბოლოო შეფასებისთვის, აუცილებელია მისი მგრძნობელობის განსაზღვრა-შესწავლა პაციენტთა დიდ ნაწილთან ადრეულ - სიმსივნის უსიმპტომო სტადიაზე.