მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი ციხეში უნდა იჯდეს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს.