ქალა-ტვინის ტრავმები, განსაკუთრებით საშუალო სიმძიმის, საზოგადოდ, ძნელად დიაგნოსტირებადია. ამისათვის გამოიყენება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, თუმცა, მიღებული სურათი ხშირად არ აძლევს ექიმს გარკვეული გადახრების იდენტიფიცირების საშუალებას. კვლევა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, პაციენტის დასხივებას საჭიროებს, გარკვეულ დროსა და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჟენევის უნივერსიტეტიდან ბარსელონის კლინიკასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ახალი მეთოდიკა და შექმნეს შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც ახდენს საშუალო სიმძიმის ქალა-ტვინის ტრავმების დიაგნოსტიკას, ამასთან, დიაგნოსტიკისათვის საკმარისია ერთი წვეთი სისხლი და სულ ათიოდე წუთი.იმის გამო, რომქალა-ტვინის ტრავმების დიაგნოსტიკა სწრაფად უნდა მოხდეს და თანაც სასურველია შემთხვევის ადგილზე, სპეციალისტებმა შექმნეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც სისხლის ანალიზს სწრაფად ატარებს. მოწყობილობის სპეციალურ განყოფილებაში ერთი წვეთი სისხლის დაწვეთების შემდეგ სულ ათიოდე წუთში ინდიკაციის სარკმელში შესაბამისი შედეგი ფიქსირდება.