"სისხლის ბანკი" მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს - სერგეენკო: "სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს" - Palitra News

"სისხლის ბანკი" მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს - სერგეენკო: "სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს"

2019-01-17 20:06:55+04:00

„სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. როგორც თავადვე აცხადებენ, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მათთან მინიმუმია. „მოვუწოდებთ მოსახლეობას - სისხლის გაღებისკენ, რომ მარაგი ცოტა გავზარდოთ, არ ვიცით რაში დაგვჭირდება“ - აცხადებენ სისხლის ბანკში. ამ განცხადებას გამოეხმაურა იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი. ივანე ჩხაიძის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას შეუძლებელია სისხლის დეფიციტი გამოეწვია. მისი თქმით, სისხლის გადასხმა მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა და ეს იყო მინიმალური ოდენობა. იაშვილის კლინიკის დირექტორის განმარტებით, მათ კლინიკაში გადაყვანილი პედიატრიული 6 პაციენტიდან 5-ს სისხლის გადასხმა არ დასჭირდა. ამ თემას კრიტიკით გამოეხმურა ჯანდაცვის მინისტრიც. დავით სერგეენკოს განცხადებით, სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და პროდუქტი შემდგომ კომერციულად გაყიდოს.