კასპის რაიონში გარდაცვლილი რეინჯერის ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს. ტყის მცვლეის მეუღლის განცხადებით ცხოველებისგან მირებული დაზიანებები, რომლებიც ცხედარს აღენისნება მას სიკვდილის შემდეგ აქვს მიღებული. გარდაცვალების მზეზი კი თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმა გახდა. 46 წლის კახაბერ ყურაშვილი კასპის რაიონში ტყის მცველად მუშაობდა. ის 25 თებერვალს ცხენით გავიდა სახლიდან ტყეში და უკან აღარ დაბრუნებულა. გუშინ კი სამართალდამცველებმა მისი დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს.