15:52
25 აპრილი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სისხლიანი გარჩევა ვერაზე - ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე "ქართული მარშის" ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილია
16-01-2019

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები - ირკვევა, რომ შეირაღებული დაპირისპირებაში "ქართული მარშის" ყოფილი ლიდერის გია კორკოტაშვილის შვილიც მონაწილეობდა. როგორც ირკვევა, სროლას და დანით გიორგი ადუაშვილის დაჭრას წინ საქმის გარჩევა უძღოდა, რომელშიც ვაჟა კორკოტაშვილი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება სწორედ კორკოტაშვილის სახლში დაიწყო, შემდეგ კი ტატიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. თავად გია კორკოტაშვილი ვერაზე მომხდარ სროლაში მისი შვილის მონაწილეობას უარყოფს. სროლისას ორი პირი დაიჭრა. პასუხისგებაში ორი პირია მიცემული, ესენი არიან გიორგი ადუაშვილი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი და მისი მეგობარი კოტე ჯორბენაძე, რომელსაც ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წარედგინა. ადუაშვილს -დან 15 წლამდე, ჯორბენაძეს კი 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება დაჭრილებს, ორი მათგანიდან ერთი დაშავებული  საავადმყოფოდან იმ დღესვე გაწერეს. მეორე დაჭრილი, გიორგი ადუაშვილს კი, რომელსაც 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, ის კლინიკას სავარაუდოდ ხუთშაბათს დატოვებს. არსებული ინფორმაციით დედაქალაქის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლა, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილის სიძის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდებოდეს. გამოძიება გრძელდება. ამ თემაზე კომენტარი მინისტრის მოადგილემაც გააკეთა.

AutoPlay
კადრები და თვითმხილველის კომენტარი შინდისიდან, სადაც ავტომობილი ჯერ ბოძს, შემდეგ კი სახლის ჭიშკარს შეეჯახა - დაშავებულია 5 არასრულწლოვანი
გამოქვეყნდა 22 წუთის წინ
ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერმა ულტრამემარჯვენე ჩეხმა პოლიტიკოსმა ევროპელ ნაციონალისტ პოლიტიკოსებს უმასპინძლა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა შეხვედრისას უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა
გამოქვეყნდა 35 წუთის წინ
მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
პარლამენტთან იურისტების აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები