ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. ადუაშვილს ბრალი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუმარტეს. დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ადუაშვილის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავეს, ბრალს ამ წუთებში აცნობენ. დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, პარასკევს იმსჯელებს.