ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე დაკავებუ გიორგი ადუაშვილისა და კონსტანტინე ჯორბენაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. ბრალის დადგენილება ადუაშვილს კლინიკაში გააცნეს, სადაც ის ამ დრომდე რჩება. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ტატიშვილის ქუჩაზე დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის სროლას წინ სისხლიანი გარჩევა უძღოდა.