ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა. თბილისის ცენტრში ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი მარჯანიშვილზე მდებარე მაკდნალდსის რესტორანთან გვიან ღამით მოხდა. მას წინ დაპირისპირება უძღოდა. გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი ფედერაციის თანამშრომლებმა გაუხსნეს. დაჭრილია ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური. ინციდენტისას დაშავდა კიდევ 2 პირი, მათგან ერთი მწვრთნე¬ლი და შსს-ს აკადემიის წევრი ლაშა ყიზილაშვილია. როგორც ცნობილი ხდება, მომხდარის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი,ასევე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც, რომელმაც ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. დაჭირს ფაქტზე პოლიციამ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია კიდევ 3 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია "ტე-ტე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.შსს-ში გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.