ტერორისტები ჩინეთს თავდასხმებით ემუქრებიან. მუქარის შემცველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვებგვერდმა "საიტმა" გაავრცელა. "ჩვენს დროშას ჩინეთში აღვმართავთ, სადაც სისხლი მდინარესავით იდინებს" - ნათქვამია ვიდეოში. წინასწარი ვარაუდით ვიდეომასალის ავტორი "ისლამური სახელმწიფოა". მასალაში ასევე ჩანს თუ როგორ წვრთნიან ტერორისტები ბავშვებს. ვიდეოს შინაარსი ჩინეთში სერიოზულ საფრთხედ აღიქვეს.