მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომდევნო ერთი წლის სამოქმედო გეგმა დაასახელეს. კერძოდ, მათი თქმით: შეიქმნება და გაძლიერდება აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც მოსვენებას არ მისცემენ ხელისუფლების წამრომადგენლებს; „სირცხვილია“ იურიდიულ მხარდაჭერას გაუწევს 20 ივნისს დაკავებულ პირებს, ასევე, შეიქმნება მედიაპლატფორმები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევს სახელისუფლებო მედიას. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეიქმნება ინტერნეტტროლებთან საბრძოლველად შეიქმნება ე.წ. ელფების არმია. „სირცხვილია“ ასევე აპირებს ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოებას, რათა ამომრჩეველმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. მათვე, ე.წ. აქცია-პერფორმანსის ფარგლებში ხელისუფლებას წითელი ბარათებიც უჩვენეს.