თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა და განადგურდება, ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად, 1000 ლარით, დაჯარიმდნენ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელის თმით სირცხვილია, რომ ქვეყანაში მომხმარებელთა სიცოცხლე მხოლოდ 1000 ლარადაა შეფასებული. "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის თქმით, მომხმარებლებმა სახელმწიფოს და ბიზნესისს უვნებლობის დაცვა იმაზე მედატ უნდა მოსთხოვოს ვიდრე ბიზნესოპერატორების დაჯარიმებაა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული ხორცი გასულ წელსაც ამოიღო და ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დააჯარიმა, თუმცა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში ამბობენ, რომ ჯარიმებს პრობლემა არ მოუგვარებია.