„სირცხვილია“, „რა დროს დასვენებაა“, - ამ შინაარსის პლაკატებით გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მერის განცხადება, რომ გონიოში დასასვენებლად იმყოფება და გორში შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდება, უპასუხისმგებლობაა. სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა მერიის შენობის ფასადზე, სადაც უწყების აბრაა განთავსებული გააკრეს სტიკერები წარწერით „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.