სირიაში, იდლიბის პროვინციაში ასობით სირიელმა მებრძოლმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, მეამბოხეებმა ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს და ცეცხლიც გახსნეს. მებრძოლებმა ერთ-ერთი თავდასხმის შედეგად ორ დასახლებაზე კონტროლი დაამყარეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 40-მდე სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა, 80-მდე კი დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ იდლიბი სირიის ბოლო რეგიონია, რომელიც მეამბოხეებს უკავიათ. მის გასათავისუფლებლად სირიის სამთავრობო ძალებს რუსი სამხედროები ეხმარებიან.