სირიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ შეცდომით რუსული თვითმფრინავი "ილ-20" ჩამოაგდო. ამის შესახებ "ევრონიუსი" წერს. გამოცემის ინფორმაციით შემთხვევა 17 სექტემბერს, ისრაელის სარაკეტო იერიშის დროს მოხდა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, რომ თვითმფრინავთან კავშირი "ჰმეიმიმის" ავიაბაზაზე დაბრუნებისას, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის თავზე 35 კილომეტრში გაწყდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ისრაელის თვითმფრინავები "ილ-20"-ს ეფარებოდნენ და შედეგად ის სირიულმა რაკეტსაწყინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო. რუსეთში ისრაელის ქმედებები მტრულად შეაფასეს. "ილ-20"-ის ბორტზე მყოფი 15-ვე ადამიანი დაიღუპა.