სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ბოლო რვა წლის მანძილზე პირველად ეწვია მეზობელ ირანს. ასადი ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა. ხამენეისა და ასადის თეირანში გამართული შეხვედრის კადრები სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. როგორც ცნობილია, ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის კავშირების შესახებ ისაუბრეს და შეთანხმდნენ რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ყველა სფეროში. ბაშარ ალ ასადი ირანში ვიზიტისას ირანელ კოლეგას, ჰასან რუჰანისაც შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ირანი სირიის სამოქალაქო ომში პრეზიდენტ ასადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.