სირიის ოპოზიციურმა ძალებმა სტრატეგიული ქალაქი ხან-შეიხუნი დატოვა. ქალაქი სამთავრობო დანაყოფებმა რუსეთის ძალების მხარდაჭერით დაიკავეს. ხან-შეიხუნს ბოლო ხუთი წლის მანძილზე ამბოხებულები აკონტროლებდნენ. აღნიშნული ტერიტორია სირიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ერთ-ერთ მთავარ წერტილს წარმოადგენდა. სწორედ აღნიშნულ ქალაქში 2017 წელს გაეროს ექსპერტების ცნობით, ქიმიური იარაღით თავდასხმა ქვეყნის სამთავრობო ძალებმა განახორციელეს.
ხან-შეიხუნი იდლიბის პროვინციის სტრატეგიულ ტერიტორიას წარმოადგენს.