სირიის ქალაქ იდლიბში საჰაერო იერიშის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რამდენიმე კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიადარტყმა რუსმა სამხედროებმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, რის გამოც ნაგრევებში სავარაუდოდ, მოყოლილები არიან. ადგილზე სამშველო ჯგუფი მუშაობს. შეგახსენებთ, რუსული ძალები სირიაში სამთავრობო ძალების მხარდამჭერები არიან. ისინი ძირითადად თავდასხმებს სირიის ჩრდილოდასავლეთით ახორციელებენ, რომლის დიდ ნაწილსაც სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ.