სირიის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში ავიაიერიშების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო არაერთი ადამიანი დაშავდა. საჰაერო იერიშები სავარაუდოდ სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ოპოზიციური ძალების მიერ კონტროლირებად სოფელში, ბაზრის ტერიტორიაზე განახორციელეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მაშველები გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, სირიის სამთავრობო ძალებს ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული მხარე ეხმარება. მათ ავიაიერიშებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ, რომ ისინი მშვიდობიან მოქალაქეების წაინააღმდეგ ახორციელებენ იერიშებს.