სირიიდან ისრაელის მიერ კონტროლირებადი გოლანის მაღლობების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ამ ინფომაციას The Times of Israel ავრცელებს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სირიიდან გასროლილი ოთხივე რაკეტა ისრაელის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამავდროულად სირიის მედიის განცხადებით აფეთქება დამასკოს აეროპორტთან ახლოს მოხდა, რასთან დაკავშირებითაც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ გოლანის მაღლობებს ისრაელი 1967 წლიდან აკონტროლებს.