სირიელმა ქურთებმა ტყვედ ჩაიგდეს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი ბელგიელი ანუარ ხადუში. ის ცნობილია ასევე სახელით აბუ სულეიმან ალ-ბელგიკი. მოგვიანებით მას "ჯალათი რაკადან" უწოდეს. ის ეჭვმიტანილია 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში.
"ამჟამად ის "სირიის დემოკრატიული ძალების" მიერ კონტროლირებად ციხეშია მოთავსებული. სირიელმა ქურთებმა ის მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს", - ამ ინფორმაციას გამოცემა De Morgen ავრცელებს.
ბელგიის ფედერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ ხადუში ბრიუსელსა და პარიზში ტერაქტებსაც აფინანსებდა. ჯერ უცნობია სად გაასამართლებენ ტერორისტს: სირიაში, ბელგიაში თუ საფრანგეთში.