აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას, კაცობრიობის გათელვას უწოდებს. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა, თეთრ სახლში იორდანიის მეფესთან შეხვედრისას გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დონალდ ტრამპის თქმით, ასადის რეჟიმის მიმართ მას დამოკიდებულება შეეცვალა და მისი ატანა აღარ შეიძლება. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ტერორიზმის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები "ისლამურ სახელმწიფოს" გაანადგურებენ და ცივილიზაციას დაიცავენ.