სირიაში 500 ათასამდე ბავშვი ბლოკადის პირობებში ცხოვრობს. ინფორმაციას ამის შესახებ UNICEF ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელიწადზე ნაკლებ დროში ბლოკადის პირობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა გაორმაგდა.არსებული მონაცემებით, სირიის მასშტაბით 16 რაიონში მცხოვრები ბავშვები გარესამყაროს სრულად არიან მოწყვეტილი, არ იღებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მოკლებულნი არიან პირველადი საჭიროების მომსახურებას - მათ შორის სამედიცინო მომსახურებასა და განათლებას.