ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელიც 29 წევრი ქვეყნის ელჩებისგან შედგება, დღეს თურქეთის მოთხოვნით შეიკრიბება, რათა ნატო-ს მეოთხე მუხლის შესაბამისად კონსულტაციები გამართოს. აღნიშნული ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრის მთავარი მიზეზი სირიაში მიმდინარე მოვლენებია.
აღსანიშნავია, რომ ნატო-ს ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, ნებისმიერ მოკავშირეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, როდესაც მისი აზრით, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.