სირიაში, ალეპოს საერთაშორისო აეროპორტმა, 8 წლიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა განაახლა. სირიული ავიაკომპანია SyrianAir-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, 2012 წლის შემდეგ, აეროპორტში პირველი რეისი განახორციელა. პირველ რეისზე, რომელიც დედაქალაქ დამასკოდან ალეპოში შესრულდა, სირიის ტრანსპორტის მინისტრმა მგზავრებად ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მიიწვია.
ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ კომერციული ფრენების აღდგენა ქალაქის განადგურებულ ეკონომიკას დაეხმარება.
აეროპორტის მუშაობის განახლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ბოლო დღეებში სირიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულებს შეუტიეს და ალეპოს პროვინციაში სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლი დაიბრუნეს.