სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, გოლანის მაღლობების სტატუსის შესახებ. "სირიის არაბული რესპუბლიკა მტკიცედ გმობს ამერიკის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებას ისრაელის მიერ ოკუპირებული სირიის გოლანის მაღლობებზე. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ისრაელისადმი ბრმა ერთგულებას და ისრაელის აგრესიული ქცევის მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "დროა აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს". გოლანის მაღლობებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს.