ეს სიყვარულის გვირაბია, რომელიც უკრაინაში, ქალაქ კლევანთან ახლოს მდებარეობს. 5 კილომეტრიანი სარკინიგზო გზა რომლის გარშემოც უამრავი ხეა, გაზაფხულზე და ზაფხულში ქმნიან ულამაზეს სანახაობას და მწვანე თაღებად ედებიან მთელს გზას. სიყვარულის გვირაბი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს წყვილებში. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ამ გვირაბში მოხვედრისას თავს ზღაპარში გრძნობ სადაც ოცნებები ხდება. ლეგენდის მიხედვით კი, თუ ამ გვირაბში წყვილი სურვილს ჩაიფიქრებს მათ ის აუცილებლად აუსრულდებათ, რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გულწრფელია. ყოველწლიურად ამ ადგილს უამრავი ტურისტი სტუმრობს.