"სიყვარულის 40 წესი" - თურქი მწერლის, ჟურნალისტის, აკადემიკოსის, ელიფ შაფაქის რომანი. ეს ერთერთია იმ 3 რომანიდან, რომელიც ავტორმა ინგლისურ ენაზე დაწერა. ორიგინალი გამოიცა ამერიკაში, 2009 წელს, მას შემდეგ ითარგმნა 33 ენაზე, მათშორის ქართულადაც.მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი, აქედან 200’000 გამოცემიდან 1 თვეში გაიყიდა. „სიყვარულის 40 წესი“ დღემდე ინარჩუნებს ბესთსელერის სტატუსს თურქეთსა და საფრანგეთში.