სინოპტიკოსები ბორჯომის ხეობაში დღეს ქარის სიჩქარის გაძლიერებას არ ელოდებიან.
ბორჯომსა და მის შემოგარენში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით, +30 - +35 გრადუსის ფარგლებში იქნება.მისივე თქმით, ქარის სიჩქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის, პირიქით, ნავარაუდევია შესუსტება. სინოპტიკოსის ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე მაქსიმუმ 3-8 მ/წ-ში იქნება.ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.