Sinopharm-ით ვაქცინაციის პროცესში დღეიდან დამატებით 44 კლინიკა ერთვება. ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ცენტრების დამატების აუცილებლობა მოსახლეობის აქტიურობამ გამოიწვია.
მოქალაქეების დადებით განწყობაზე ის ფაქტიც მოქმედებს, რომ ამ დრომდე საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაციის არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
სწორედ ამიტომ ამ კონკრეტული მედიკამენტით ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც.
ჩინური პრეპარატით აცრა ნებადართულია 18 წელს ზემოთ ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.Sinopharm-ით ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში გუშინ დაიწყო.