წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით სხდომა პატრიარქის მოწვევით იმართება. გუშინ კი სასულიერო პირები საპატრიარქოში შეიკრიბნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა საკითხებზე იქნება მსჯელობა დღევანდელ სინოდის სხდომაზე. თუმცა, მღვდელმთავრების თქმით არც ერთი კითხვა არ იქნება პასუხგაუცემელი.