სინგაპურში დაყოველთაო არჩევნები გაიამრთა. საარჩევნო პროცესი ქვეყანაში ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობდა. საარჩევნო უბნებზე მისული მოსახლეობა პირბადეება და ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანებს იყენებდა. საყოველთაო არჩევნებში კვლავ ქვეყნის სათავეში მყოფმა „სახალხო მოქმედების პარტიამ“ გაიმარჯვა. მათ ქვეყნის პარლამეტნის 93 ადგილიდან 83-ის მოპოვება შეძლეს. აღსანიშნავია, სინგაპურის ისტორიის მანძილზე, ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგია. პრემიერ-მინისტრ ლი სიან უნის თქმით, არჩევნების შედეგებით ნათელი გახდა, რომ მოსახლეობას პარლამენტში მეტი პლურალიზმის ხილვა სურს.