სინგაპურში მფრინავი ტაქსი სახელწოდებით "ვოლოკოპტერი" წარმატებით გამოსცადეს. საფრენმა აპარატმა ქალაქის დასახლებულ უბანში აფრენა და ჰაერში 3 წუთის განმავლობაში გადაადგილება წარმატებით შეძლო.
საფრენი აპარატის პირველი ოფიციალური წარდგენა წელს ბერლინში Greentech-ის ტექნოლოგიურ ფესტივალზე მოხდა, სადაც მან სხვადასხვა სახის შემოწმება გაიარა.
აპარატის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ვოლოკოპტერების ხილვა მომავალი წლიდან დუბაიში, სინგაპურსა და გერმანიის რამდენიმე ქალაქში იქნება შესაძლებელი.
მათი განმარტებით, საფრენი აპარატის უპირატესობას მისი უსაფრთხოება, სისწრაფე და კომფორტულობა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საფრენი აპარატი დრონის მსგავსად ბატარეებზე მუშაობს, რის გამოც ის გარემოში მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს.