08:52
20 აპრილი, 2018, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
სინგაპურში კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედები შექმნეს
15-07-2017

სინგაპურელმა მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედების შექმნა შეძლეს. მათ ექსპერიმენტები ვირთაგვებზე ჩაატარეს. აღნიშნული მეთოდით შექმნილი სისხლის უჯრედები მღრღნელების ორგანიზმში რამდენიმე თვის განმავლობაში ცირკულირებდა. წინა ეტაპზე განხორციელებული ექსპერიმენტების ფარგლებში ერთჯერადი ინექციით შეყვანილი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სისხლისა და კანის უჯრედები ბევრი ნიშნით განსხვავდება ერთმანეთისგან, ძალზე ძნელია მათზე უფრო განსხვავებული ტიპის სხვა უჯრედების გამოყოფა. იმისათვის, რომ გადაეწყოთ  კანის უჯრედები სისხლის უჯრედებად, მკვლევარებმა გამოიყენეს ოთხი განსხვავებული ფაქტორის კომბინაციის ზემოქმედება. აღნიშნული ოთხი ფაქტორი ნორმაში სისხლის უჯრედებში ექსპრესირდება.

მკვლევარები ახლა ამ შემუშავებული მეთოდიკის ადამიანების უჯრედებზე გამოცდას გეგმავენ. თუ გამოცდა წარმატებით ჩაივლის, რეგენერაციული მედიცინა განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა. ამ გზით შექმნილი უჯრედების გამოყენება წარმატებით მოხდება იმუნური დარღვევების მქონე პაციენტებთან და ასევე იმ პირებთან, რომლებსაც სისხლის გადასხმა ესაჭიროებათ. ეს მეთოდი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პაციენტებს  ოპერაციების დროს, აგრეთვე ანემიებისა და სიმსივნური პათოლოგიების მკურნალობისას.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
AutoPlay
თმა ადამიანის ორგანიზმის სიჯანსაღის სარკეა, რომლის მოვლის მთავარი პირობა დაბანაა - რა სიხშირით უნდა დაიბანოთ თავი?
14-04-2018
სისხლის უნივერსალური ანალიზი, რომელიც 8 ყველაზე გავრცელებული სიმსივნის აღმოჩენის საშუალებას იძლევა
13-04-2018
კიბოს საწინააღმდეგო ვირუსი ცხელ წყლებში აღმოაჩინეს - რის საშუალებას მისცემს სიახლე მეცნიერებს?
13-04-2018
კვლევების თანახმად, ალცჰაიმერი გადამდები დაავადებაა
13-04-2018
ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც სხვა ორგანოებისა თუ ქსოვილების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს
13-04-2018
ძუძუს შექმნის ხელოვნება - რეკონსტრუქციული მამოპლასტიკა
06-04-2018
სხვა სიახლეები
col-md-8