სინგაპურის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში რობოტი ძაღლები ჩართო, რომლებიც ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედით მოსეირნეებს და მორბენალებს, უსაფრთხო დისტანციის დაცვისკენ მუდმივად მოუწოდებს.
„ბოსტონ დაინემიკსის“ მიერ შექმნილი რობოტი ძაღლი, სახელად „სპოტ“ (SPOT) არის ოთხფეხიანი მანქანა, რომლის ტესტირებაც ცენტრალურ პარკში უკვე პარასკევს დაიწყო. მას ორკვირიანი ტესტირება ჩაუტარდება და სავარაუდოდ, სინგაპურის პარკებში სხვა მსგავს მანქანებთან ერთად, „მუშაობას“ ლოკდაუნის დასრულებამდე გააგრძელებს.
ცნობისთვის, ქვეყანაში მოქმედი ლოკდაუნის შესაბამისად, რომელიც 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, ადამიანებს საცხოვრებლის დატოვება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისთვის, შეუძლიათ.