სინათლე თავისი თავისებურებებით მართლაც, რომ ძალიან ლამაზი და საინტერესო რამაა, სწორედ ამიტომაც ძალიან ხშირად ტარდება სინათლის ფესტივალები, თუმცა ეს ყველაზე დიდი და თემატურად დატვირთული ფესტივალია მთელი ისტორიის მანძილზე. ფესტივალის ძირითადი თემა კლიმატის ცვლილება, მოსალოდნელი შედეგები და წყლის და მთვარის მნიშნელობა იყო. რომელიც იტალიაში ქალაქ ბრესანონში გაიმართა. ბრესანონი იტალიისა და ავსტრიის საზღვართან მდებარეობს, სადაც მყინვარები დნება კლიმატის ცვლილებების გამო, რაც უფრო ხშირ წყალდიდობასა და ზვავს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ნეონის სინათლეებით მდინარის სანაპიროებზე დაიდგა წარწერები „ყინული დნება“. ორგანიზატორების განმარტებით იქნებ ამან მაინც იმოქმედოს მოსახლეობაზე და იმაზე, რომ მიხვდნენ ისინი რამდენად დიდი როლი აქვს დედამიწის გაფრთხილებას. ჰაერში გაფანტულ ინსტალაციებზე, რომელსაც ასევე საჰაერო გალერეა უწოდეს, 24 ხელოვანი მუშაობდა. ყველაფერთან ერთად ყურადღება გამახვილებული იყო ტალღებისა და მთვარის მნიშვნელობაზე კაცობრიობის ისტორიაში.