თუ გაცხიმოვნების ეპიდემია ამ ეტაპზე არსებულ დინამიკას შეინარჩუნებს, მაშინ კაცობრიობა ტოტალურ გაცხიმოვნებას შეეჯახება, თანაც უკვე ამ საუკუნის შუა პერიოდისთვის, - აცხადებენ ჭარბი წონის, როგორც გლობალური სამედიცინო და სოციალური პრობლემის შემსწავლელი საერთაშორისო კვლევითი პროექტის ექსპერტები.
იმისათვის, რომ შეეფასებინათ ჭარბი წონის, როგორც მსოფლიო პრობლემის გავრცელების სისწრაფე, მეცნიერებმა საგულდაგულოდ გააანალიზეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმოს) მიერ მიღებული სტატისტიკური მონაცემები. გაცხიმოვნების პრობლემა უკვე სადღეისოდ ძალიან კატასრტოფულად გამოიყურება. 2017 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის 14 %-ს სიმსუქნე აღენიშნება, 25 %, რომელსაც მეცნიერები 2045 წლისთვის პროგნოზირებენ, შედარებით ოპტიმისტური ვარიანტია.