12:45
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
სიმსივნური უჯრედებისთვის "ფილტრი" შექმნეს - რას შეძლებენ იაპონელების ამ გამოგონებით?
23-03-2019

ნაგოის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ტაკაო იასუის ხელმძღვანელობით, შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ხნსარში ეკზოსომების განსაზღვრას ახდენს. აღნიშნული ნაწილაკები ორგანიზმში სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს. ეკზოსომა შეიცავს მისთვის დამახასიათებელ ცილებს. ეს დამახასიათებელია სიმსივნური ეკზოსომებისთვისაც.

იაპონელი მეცნიერების მიერ შემუშავებული სამედიცინო მოწყობილობა, აკავებს უჯრედგარე ვეზიკულებს ხსნარიდან. მეცნიერთა აზრით, ეს მოწყობილობა კიბოს დიაგნოსტიკას შარდის  ანალიზით შეძლებს.

შარდთან ერთად, ჩვეულებრივ, გამოიყოფა ეკზოსომების მცირე რაოდენობა, ამიტომაც მათი განსაზღვრისთვის შეიმუშავეს ზემგრძნობიარე მოწყობილობა თუთიის ოქსიდის ფილტრით, რომელსაც რამდენიმე ნანომეტრი ზომის ხვრელები აქვს. ანალიზისთვის საკმარისია ბიომასალის ერთი მილილიტრი.

იაპონელ მეცნიერთა აღმოჩენა შარდის ბუშტისა და პროსტატის კიბოს კვლევის საფუძველზე მოხდა, მიუხედავად ამისა, მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი "ფილტრი" მომავალში სხვადასხა სახის სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტიკაში წარმატებით დაინერგება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები