ონკოლოგიური დაავადებით გარდაცვლილი, 64 წლის ბადრი ლაფერაძის ოჯახი ექიმებს უჩივის. პაციენტი ოპერაციის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. ლაფერაძეები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, გარდაცვლილის ოჯახს კი ეჭვი აქვს, რომ ოპერაცია სათანადოდ არ ჩატარდა. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.