მეორედ მოსვლა ახლოსაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ - პატრიარქი - Palitra News

მეორედ მოსვლა ახლოსაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ - პატრიარქი

2020-01-12 14:29:20+04:00

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის თქმიტ თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანებს სიმშვიდე აკლიათ. როგორც პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო წირვაზე ქადაგებისას ბრძანა სისწრაფე რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან.